ექსპერტი ირაკლი ლატარია „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მეცნიერ-თანამშრომლის, თინათინ ახვლედიანის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნავს, „პოზიცია, რომ საქართველო ჯერ არ იმსახურებს გაერთიანების წევრობას, არ არის კვლევითი ცენტრის პოზიცია და ის ცალკეული ავტორების მოსაზრებებს გამოხატავს“.
როგორც ლატარია წერს, რა რჯულისა და წესის ხალხი არიან, რომ თუ თვითონ არ არიან ხელისუფლებაში, მაშინ საქართველოს მარიუპოლიზაცია აქვთ ოცნებად.
„ესეც ერთდღიანი „ფეიკი" ჰქონდათ და ვიშვიში ამის გამო. გუშინ „პოს ტივიზეც“ ისაუბრა სარჯველაძემ, თუ როგორ მტრობენ ქვეყანას და ცდილობენ ეს სამშობლოს მოღალატე არსებები, ევროპელების შეცდომაში შეყვანას. არ ვიცი რა, ვინ არიან ესენი? რა რჯულისა და წესის ხალხი არიან, რომ თუ თვითონ არ არიან ხელისუფლებაში, მაშინ საქართველოს მარიუპოლიზაცია აქვთ ოცნებად!!! „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ“ საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მოსაზრებას, ამავე ორგანიზაციის მეცნიერ-თანამშრომელი თინათინ ახვლედიანი „ტვიტერით“ გამოეხმაურა. მისი თქმით, გავრცელებული პოზიცია, რომ საქართველო ჯერ არ იმსახურებს გაერთიანების წევრობას, არ არის კვლევითი ცენტრის ოფიციალური პოზიცია და რომ ის ცალკეული ავტორების მოსაზრებას გამოხატავს“, - წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.