logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პრინციპულად ვითხოვთ ოპოზიციისგან, კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაგვეკეთებინა უკრაინის მხარდასაჭერად და რა არ გავაკეთეთ
- +

24 მაისი. 2022. 13:26

 

 

„პრინციპულად ვითხოვთ ოპოზიციისგან, კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაგვეკეთებინა უკრაინის მხარდასაჭერად და რა არ გავაკეთეთ. დღემდე ჩვენ ამაზე პასუხი არ მიგვიღია“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, დააგროვებენ კითხვებს ოპოზიციისგან, გაეცნობიან თითოეულ მათგანს და ყველას გასცემენ პასუხს.

 

„მივიღეთ მხოლოდ 2 აღიარებითი ჩვენება, იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი საქართველოსგან ომში ჩართვას ელოდნენ. გვარებს ჯერ შეგნებულად არ დავასახელებ. ეს იყო ორი აღიარებითი ჩვენება. ჯერ დაველოდებით სხვა პოლიტიკოსებისა და პარტიების განცხადებებს, თუ ისინიც იმავეს ფიქრობენ, რომ მხოლოდ ეს დავაკელით, რომ არ ჩავერთეთ ომში, მაშინ პასუხი იქნება ნათელი. დავაგროვებთ კითხვებს ოპოზიციისგან, გავეცნობით თითოეულ მათგანს და შესაბამისად, ყველას გავცემთ პასუხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner