logo_geo
eng_logo
Microsoft უკრაინას რუსული ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების დოკუმენტირებაში დაეხმარება
- +

24 მაისი. 2022. 13:51

 

 

Microsoft უკრაინას რუსული ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების დოკუმენტირებაში დაეხმარება.

 

ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა.

 

ფედოროვის განმარტებით, ტექნოლოგიურმა გიგანტმა უკრაინის დახმარებაზე თანხმობა დავოსში შეხვედრისას განაცხადა.

 

„ჩვენ Microsoft-თან დიდი ხნის განმავლობაში ვთანამშრომლობთ და ისინი აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინას ომის განმავლობაში. ეს იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც შეწყვიტა პროდუქტებისა და სერვისების ახალი გაყიდვები რუსეთში მარტის დასაწყისში“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner