„გუშინ მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ 50 წლის გახდა და ჰეროდეს მოცეკვავე გერისა არ იყოს, საჩუქრად ექსპრეზიდენტ იგორ დოდონის „თავი“ მოითხოვა. ევროკავშირის გზაზე საქართველოზე „წინ მყოფმა“ მოლდოვამ დოდონი ჯერ მისი 9 მაისის მიმართ დამოკიდებულების გამო დააჯარიმა, ხოლო დღეს დილით იგი უკვე დააკავეს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი მოლდოვაში ექსპრეზიდენტის იგორ დოდონის დაპატიმრებას.
როგორც ქართველიშვილი წერს, მას ბრალი ედება მოლდოვას სსკ-ით გათვალისწინებული რამდენიმე მუხლით: პასიური კორუფცია, პოლიტიკური პარტიის დაფინანსება დანაშაულებრივი ორგანიზაციისგან, სახელმწიფო ღალატი, არაკანონიერი გამდიდრება.
„გუშინ მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ 50 წლის გახდა და ჰეროდეს მოცეკვავე გერისა არ იყოს, საჩუქრად ექსპრეზიდენტ იგორ დოდონის „თავი“ მოითხოვა. ევროკავშირის გზაზე საქართველოზე „წინ მყოფმა“ მოლდოვამ დოდონი ჯერ მისი 9 მაისის მიმართ დამოკიდებულების გამო დააჯარიმა, ხოლო დღეს დილით იგი უკვე დააკავეს. ბრალი წაყენებული აქვს მოლდოვას სსკ-ით გათვალისწინებული რამდენიმე მუხლით: პასიური კორუფცია, პოლიტიკური პარტიის დაფინანსება დანაშაულებრივი ორგანიზაციისგან, სახელმწიფო ღალატი, არაკანონიერი გამდიდრება. ევროკავშირის გზაზე საქართველოსა და მოლდოვაზე „კიდევ უფრო წინ“ მყოფ უკრაინაში კი გუშინ დაპატიმრებულ ოპოზიციონერ-ლიდერ მედვედჩუკს „ხელიდან პასტა ვერ გააგდებინეს“ - თავისი ჩვენებით სახელმწიფო ღალატში ბრალდებულ ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიმართ წაყენებული ბრალდება მან ათმაგად დაუმძიმა. ასე რომ პოროშენკოსთვის წინასწარ აღმკვეთ ზომად - პატიმრობის შეფარდების მოლოდინში ვართ. ასე რომ ექსპრეზიდენტებთან მიმართებაში „ასოცირების ტრიო“ გათანაბრებულ პირობებში იმყოფება და აწი მათ წინსვლას ევროკავშირისკენ გზაზე მხოლოდ ამ ქვეყნებში მიმდინარე და უკვე განხორციელებული რეფორმების მაჩვენებლებმა უნდა განაპირობოს, რაშიც ყველაზე სკეპტიკური შეფასებებით, საქართველო უპირობო ლიდერია“, - წერს ქართველიშვილი facebook-ზე.