კასპის მუნიციპალიტეტიდან ყაზახეთის რესპუბლიკაში ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეებს გამგზავრებამდე, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე შეხვდა.
წარმატებული ძალოსნები (წოლჭიმი), 19 წლის საქართველოს 5-გზის ჩემპიონი გიორგი კრუპნოვი და 20 წლის ევროპის ჩემპიონი სიმონ ორბელაშვილი (მწვრთნელი გიორგი მერებაშვილი) – საქართველოს ნაკრების წევრები არიან.
„მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა დაუღალავი შრომით მოიპოვება, ამასთან დიდი პასუხისმგებლობაა და მჯერა, რომ საუკეთესო შედეგებით დაბრუნდებით. მინდა წარმატებები გისურვოთ სპორტულ კარიერაში, ჩემის მხრივ კი მხარდაჭერა და თანადგომა ყოველთვის იქნება“, - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.
გიორგი კრუპნოვის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.