აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინაში პუტინის ომის მიზანი უკრაინული იდენტობის წაშლაა.
„პუტინის ომის მიზანი უკრაინაში უკრაინული იდენტობის სრულად წაშლაა. უკრაინის იდენტობა ძლიერად ვლინდება უკრაინულ კულტურაში, ბრძოლასა და თავდადებაში. ამ იდენტობის სიძლიერე ცხადყოფს, რომ კრემლის ლიდერი უკრაინაში წარმატებას ვერ მიაღწევს“, - ამბობს ბლინკენი.