logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: ერთი სული აქვთ, საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რომ იქნებ ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და ამით მაინც მიაღწიონ საწადელს
- +

24 მაისი. 2022. 14:37

 

 

„არც ერთი მაგალითი პოლიტიკური მართლმსაჯულების არ არსებობს. სასამართლო რეფორმა რა დონეზეა, ამის ნათელი მაგალითია 11-ჯერ შემცირებული სარჩელები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სწორედ ამიტომაა, რომ მათ არ აქვთ იმედი, რომ რამეს დაამტკიცებენ და ამიტომ აქვთ ერთი სული, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რომ ამით მიაღწიონ ხალხის მღელვარებას, ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და იქნებ ამით მაინც მიაღწიონ საწადელს“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის ახალ ეტაპზე გადასვლის დასაწყისი და ახალი ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრება დაჩქარდეს.

 

„თუ ოპოზიციას მართლა სჯერა იმის, რასაც ამბობენ, რომ ქვეყნაში დემოკრატიული რეფორმები შეფერხებულია და დემოკრატიული პროცესი უკუსვლას განიცდის, რომ სასამართლო რეფორმა არ მიდის საჭირო მიმართულებით, რომ ქვეყნაში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომ არჩევნები ყალბდება და საარჩევნო რეფორმა გაჩერებულია, მაშინ თვითონ უნდა იბრძოდნენ სწორედ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რადგან ეს იქნება ამ რეფორმების დაჩქარების საფუძველი, თუმცა მათ ყველაზე კარგად იციან, რომ რასაც ამბობენ ყველაფერი არის ტყუილი“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner