logo_geo
eng_logo
იოსებ ჭუმბურიძე: უნდა ვიცოდეთ იმათი ფასი, ვინც ქართული ჟურნალისტიკის ღირსებას საბჭოთა ტოტალიტარიზმის ეპოქაშიც იცავდა
- +

24 მაისი. 2022. 14:59

 

 

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე ლეგენდარული ჟურნალისტის ალექსანდრე შენგელიას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

 „ალექსანდრე შენგელია!

ერთ დროს ქუხდა ეს სახელ-გვარი!

გაზეთ „ქუთაისის" მთავარი რედაქტორის;

საქართველოს ტელევიზიის ჟურნალისტის;

მახვილკალმიანი პუბლიცისტის...

მისი მგზნებარე პროტესტებიც გვახსოვს;

სიმართლესავით მწარე ეპიგრამებიც...

***

არ ვიცი, როგორ პატივს მიაგებს მშობლიური ქუთაისი.

ეს კი ზუსტად ვიცი:

 

„კაკაბეთის ზარების“ ავტორი გამორჩეულ დაფასებას იმსახურებს საქართველოს პირველი არხისგან, ანუ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან.

***

უნდა ვიცოდეთ იმათი ფასი, ვინც ჩვენამდე იყო და ქართული ჟურნალისტიკის ღირსებას საბჭოთა ტოტალიტარიზმის ეპოქაშიც იცავდა.

 

იმ ეპოქაში, როცა უფრო წვიმდა, ვიდრე ქუხდა“, - წერს იოსებ ჭუმბურიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner