logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის ქცევის ნაწილია - გროზნოს განადგურება, საქართველოში შეჭრა, ყირიმის ანექსია, ალეპოს დაბომბვა, ახლა კი ომი უკრაინაში
- +

24 მაისი. 2022. 15:29

 

 

„უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის ქცევის ნაწილია, როდესაც მოსკოვი თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალას იყენებს - გროზნოს განადგურება, საქართველოში შეჭრა, ყირიმის ანექსია, ალეპოს დაბომბვა, ახლა კი ომი უკრაინაში“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

 

„2014 წელს უკრაინაში პირველი შეჭრის შემდეგ, NATO ადაპტაციასა და მომზადებას გადის. ჩვენ გავზარდეთ თავდაცვის ხარჯები და თანამედროვე შესაძლებლობებში ინვესტიცია ჩავდეთ.

 

ჩვენ ისტორიაში პირველად განვათავსეთ საბრძოლო ჯგუფები ჩვენი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. გავზარდეთ ჩვენი ძალების მზადყოფნა და თავდაცვის ახალი სფეროები შეიქმნა, მათ შორის კოსმოსური და კიბერსივრცე.

 

როდესაც რუსეთი კვლავ შეიჭრა უკრაინაში, NATO უკვე მზად იყო“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner