გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საარჩევნო პროცესების ტექნიკური შეფასების ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.
განხილული იყო თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე აქტივობები და სამომავლო პარტნიორობის გეგმები.
„საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთ-ერთი ძალიან კარგი პარტნიორია და ჩვენ მასთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით. ეს ორგანიზაცია, ძირითადად, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით და საარჩევნო ადმინისტრაციასთან მუშაობს, თუმცა ქალების პოლიტიკური გაძლიერება, ზოგადად, წინასაარჩევნო პერიოდში ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. ამიტომ, ჩვენ მათთან ერთად რამდენიმე აქტივობა გვაქვს დაგეგმილი და სწორედ, ამ საკითხებთან დაკავშირებით შევხდით ორგანიზაციის ცენტრალური ოფისის წარმომადგენლებს და დეტალურად განვიხილეთ ყველა გეგმა, თუ აქტივობა, რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო წილოსანმა.