logo_geo
eng_logo
თამარ არჩუაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ „LUFTHANSA GROUP“-ის მენეჯმენტს შეხვდა
- +

24 მაისი. 2022. 18:02

 

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში „LUFTHANSA GROUP“-ის გაყიდვების უფროსს პეტერ პულემსა და  რეგიონულ მენეჯერ კარსტენ ცანგს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ავიაბაზარზე „LUFTHANSA GROUP“-ის წევრი სხვა ავიაკომპანიების შემოსვლის პერსპექტივებსა და არსებულ მოლაპარაკებებს შეეხო.

 

„გვსურს, რომ „LUFTHANSA GROUP“ საქართველოს ავიაბაზარზე მაქსიმალურად პროდუქტიულად ვიყოთ წარმოჩენილი. მათ შორის ჩვენი სხვა ბრენდებით, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვოპერირებთ“, - განაცხადა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში „LUFTHANSA GROUP“-ის გაყიდვების უფროსმა პეტერ პულემმა.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ ეტაპზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 7 სიხშირით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მიუნხენის მიმართულებით ავიაკომპანია „LUFTHANSA“ ასრულებს,  ხოლო დულესდორფის მიმართულებით „LUFTHANSA GROUP“-ში შემავალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „EUROWINGS“, რომელიც ზაფხულის სეზონიდან ფრენებს შტუტგარდი-თბილისის მიმართულებით იწყებს. რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, პირდაპირ რეგულარულ რეისებს გერმანიის სამ ქალაქში: ბერლინში, დორტმუნდსა და მემინგენში ავიაკომპანია „WIZZ AIR“ ასრულებს.

 

„LUFTHANSA GROUP“-ში შემავალი ავიაკომპანიებია: „LUFTHANSA“, „EUROWINGS“, „AUSTRIAN“, „SWISS“, „BRUSSELS AIRLINES“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner