საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში „LUFTHANSA GROUP“-ის გაყიდვების უფროსს პეტერ პულემსა და რეგიონულ მენეჯერ კარსტენ ცანგს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ავიაბაზარზე „LUFTHANSA GROUP“-ის წევრი სხვა ავიაკომპანიების შემოსვლის პერსპექტივებსა და არსებულ მოლაპარაკებებს შეეხო.
„გვსურს, რომ „LUFTHANSA GROUP“ საქართველოს ავიაბაზარზე მაქსიმალურად პროდუქტიულად ვიყოთ წარმოჩენილი. მათ შორის ჩვენი სხვა ბრენდებით, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვოპერირებთ“, - განაცხადა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში „LUFTHANSA GROUP“-ის გაყიდვების უფროსმა პეტერ პულემმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ ეტაპზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 7 სიხშირით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მიუნხენის მიმართულებით ავიაკომპანია „LUFTHANSA“ ასრულებს, ხოლო დულესდორფის მიმართულებით „LUFTHANSA GROUP“-ში შემავალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „EUROWINGS“, რომელიც ზაფხულის სეზონიდან ფრენებს შტუტგარდი-თბილისის მიმართულებით იწყებს. რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, პირდაპირ რეგულარულ რეისებს გერმანიის სამ ქალაქში: ბერლინში, დორტმუნდსა და მემინგენში ავიაკომპანია „WIZZ AIR“ ასრულებს.
„LUFTHANSA GROUP“-ში შემავალი ავიაკომპანიებია: „LUFTHANSA“, „EUROWINGS“, „AUSTRIAN“, „SWISS“, „BRUSSELS AIRLINES“.