„მხოლოდ არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ ისარგებლა ოპოზიციამ, რომ პარლამენტში დებატები დაენიშნა, მაგრამ ესეც კარგია, რომ საპარლამენტო ცხოვრებას უბრუნდება ოპოზიცია და იწყებს რეგლამენტით განსაზღვრული ინსტრუმენტების რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა
„მოგეხსენებათ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ მოხდა პარლამენტის რეფორმაც. დებატების დანიშვნის შესაძლებლობა ერთ-ერთი ის მექანიზმია, რომელიც ჩვენ შემოვიტანეთ ოპოზიციის გასაძლიერებლად. გვესმის, რომ მხოლოდ არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ ისარგებლა ოპოზიციამ ამ შესაძლებლობით, რომ დაენიშნა დებატები, მაგრამ ესეც კარგია, რომ საპარლამენტო ცხოვრებას უბრუნდება ოპოზიცია და იწყებს იმ ინსტრუმენტების გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში, რომელიც არის რეგლამენტით განსაზღვრული“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.