logo_geo
eng_logo
ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება
- +

24 მაისი. 2022. 19:59

 

 

25 მაისს, სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ დასაქმების ფორუმი გაიმართება. ღონისძიების მიზანია რეგიონულ შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე ინფორმაციის თავმოყრა. ასევე - სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაცია.

 

დასაქმების ფორუმში აჭარაში მოქმედი 70-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანია მონაწილეობს. ისინი სასტუმრო, სარესტორნო, სავაჭრო, სამშენებლო, სამრეწველო, საბანკო და სხვადასხვა სფეროდან წარმოადგენენ 244 ვაკანსიას, 1370-ზე მეტი სამუშაო ადგილით.

 

ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით ტარდება.

 

ღონისძიება სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ აჭარის რეგიონის წამყვანი კომპანიების ვაკანსიებს და გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებლებს, რაც გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას.

 

ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება და 17:00 საათამდე გაგრძელდება. დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა ბმულზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner