logo_geo
eng_logo
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა პუტინს მოუწოდა, უკრაინის პორტები გახსნას, რათა თავიდან აიცილოს სასურსათო კრიზისი
- +

24 მაისი. 2022. 20:19

 

 

 გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა, დევიდ ბიზლიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, უკრაინის პორტები გახსნას, რათა თავიდან აიცილოს სასურსათო კრიზისი.

 

„მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კრიზისის წინაშე დგას. ეს არის უშუალო და გრძელვადიანი კრიზისი. თუ ჩვენ ახლა გვიჭირს 7.7 მილიარდი ადამიანის გამოკვება, რა მოხდება, როდესაც 10, 12, 13 მილიარდი გვეყოლება?“ - აღნიშნა მან.

 

23 მაისს, გაეროს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მსოფლიო ქარიშხლის წინაშე დგას, როდესაც საქმე სურსათის კრიზისს ეხება.

 

„ამჟამად მსოფლიო სურსათის ფასების პრობლემის წინაშე დგას, მაგრამ სასუქებისა და საკვების წარმოებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა სურსათის ხელმისაწვდომობის პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს. თუ ოდესის პორტი არ გაიხსნება, ეს მხოლოდ გაართულებს პრობლემას“, - აღნიშნა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner