logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი სამხედროებისთვის განკუთვნილი ფულით სოფო ნიჟარაძესთან ერთად პრაღაში ისვენებს
- +

15 აგვისტო. 2016. 12:33



ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პრაღაში სოფო ნიჟარაძესთან ერთად ისვენებს, - ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი" აქვეყნებს.


გამოცემის ინფორმაციით, სააკაშვილი და ნიჟარაძე ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში დაბინავდნენ და კარგადაც ერთობიან, მაშინ როდესაც, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრული სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა.


როგორც სტატიაშია ნათქვამი, ოდესის გუბერნატორმა ძვირადღირებულ მოგზაურობაში სამხედროებისთვის განკუთვნილი ფული დახარჯა. ამის შესახებ განცხადება უკრაინის დეპუტატმა დიმიტრი გოლუბოვმა არაერთხელ გააკეთა. დეპუტატი ირწმუნებოდა, რომ ჯარისკაცების დასახმარებლად შექმნილი ფონდიდან, სადაც ბიზნესმენებმა დიდი ოდენობით თანხა ჩარიცხეს, რამდენჯერმე სოფო ნიჟარაძის ოდესაში ჩასვლა დაფინანსდა.

 

„სააკაშვილის სატელევიზიო განცხადებები მის რეალურ ცხოვრებას ისეა აცდენილი, რომ მოსახლეობაში ეს უკვე დიდ იმედგაცრუებას იწვევს. მით უფრო, რომ მისი მეუღლე სანდრა რულოვსი ინტერვიუებსა და ფოტოებში ძირითადად მარტო ჩნდება. მისი იმიჯი შვილებზე მზრუნველი ქალია", - წერია სტატიაში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner