ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის, აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები პუტინის ომის მანქანას ფიტავს.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მკიერ წარმოებული ომი არ არის მხოლოდ უკრაინის გადარჩენის ან ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხი, არამედ გლობალურ წესრიგს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს რუსეთის დასამარცხებლად და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს უკრაინის აღდგენაში.