logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ იაპონიასა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმება დადებით ეფექტს იქონიებს და იაპონელ ინვესტორებს საქართველოში კაპიტალდაბანდებაზე აფიქრებინებს
- +

24 მაისი. 2022. 21:44

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარე იასუში კინოშიტასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.

 

მთავრობის მეთაური წერს, რომ ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ იაპონიასა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმება დადებით ეფექტს იქონიებს და იაპონელ ინვესტორებს საქართველოში კაპიტალდაბანდებაზე აფიქრებინებს.

 

„იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარე იასუში კინოშიტას შევხვდი. განვიხილეთ ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ იაპონიასა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმება დადებით ეფექტს იქონიებს და იაპონელ ინვესტორებს აფიქრებინებს საქართველოში კაპიტალდაბანდებაზე“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner