logo_geo
eng_logo
პოდოლიაკი კისინჯერის განცხადებაზე: კარგია, რომ სანგრებში მყოფ უკრაინელებს „დავოსის პანიკიორების“ მოსმენის დრო არ აქვთ
- +

24 მაისი. 2022. 21:45

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი, მიხეილ პოდოლიაკი აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჰენრი კისინჯერს ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთს თავისი ტერიტორიები უნდა დაუთმოს, რათა ქვეყანაში რუსეთის შეჭრა დასრულდეს.

 

„ისევე მარტივად, როგორც ბატონი კისინჯერი ომის შესაჩერებლად გვთავაზობს უკრაინის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას, ის დაუშვებდა პოლონეთის ან ლიეტუვის მიტაცებას. კარგია, რომ სანგრებში მყოფ უკრაინელებს „დავოსის პანიკიორების“ მოსმენის დრო არ აქვთ. ისინი ცოტათი დაკავებული არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვით“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner