logo_geo
eng_logo
პრეზიდენტმა აფხაზური, ოსური და ჩერქეზული ენიდან წარმატებული მთარგმნელობითი საქმიანობისათვის რიმა კინწურაშვილი, ნაირა ბეპიევი, ლარისა ტუპცოკოვა ღირსების ორდენით დააჯილდოვა
- +

24 მაისი. 2022. 21:50

 

 

პრეზიდენტმა აფხაზური, ოსური და ჩერქეზული ენიდან წარმატებული მთარგმნელობითი საქმიანობისათვის რიმა კინწურაშვილი, ნაირა ბეპიევი, ლარისა ტუპცოკოვა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

„პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წარმოჩენილი ქართველი მთარგმნელების დიდი დამსახურებაა, რომ საქართველო ისტორიის განმავლობაში მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი იყო. ყველა მთარგმნელს გარკვეულწილად მაკავშირებელი ხიდის ფუნქცია აქვს, რომ ჩვენც გავაგებინოთ სხვებს თუ რა სიმდიდრე დევს ქართულ კულტურაში და ჩვენც გავიგოთ თუ რა სიმდიდრე არსებობს სხვა კულტურებში.

 

სახელმწიფო ჯილდოები პრეზიდენტმა თარჯიმნებს ორბელიანების სასახლეში გამართულ ცერემონიაზე პირადად გადასცა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner