logo_geo
eng_logo
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთი უკრაინაში გრძელვადიანი ომისთვის ემზადება
- +

24 მაისი. 2022. 22:44

 

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში გრძელვადიანი ომისთვის ემზადება.

 

„ზოგადად, რუსული არმიის ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ემზადება ხანგრძლივი სამხედრო ოპერაციისთვის.

 

ამჟამად ჩვენ ვხედავთ სრულმასშტაბური აგრესიის ყველაზე აქტიურ ფაზას, რომელიც რუსეთმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოიწყო“, - აღნიშნა ალექსანდრე მოტუზიანიკმა.

 

მისი თქმით, ვითარება ფრონტზე უაღრესად რთულია, რადგან ახლა უკრაინის ბედი წყდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner