logo_geo
eng_logo
უკრაინაში მიმდინარე ომის გამო უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- +

24 მაისი. 2022. 23:28

 

 

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ეს ნაბიჯი მისცემს მთავრობა „მანევრირების სივრცეს და დაუყოვნებლივ რეაგირების შესაძლებლობას“ იმის ფონზე, რაც უკრაინაში ხდება.

 

„ჩვენ ვხედავთ, რომ ომმა და ბრიუსელის მიერ დაწესებულმა სანქციებმა დიდი ეკონომიკური ძვრა და კატასტროფული ინფლაცია გამოიწვია. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის წინაშეა. უნგრეთი ამ ომისგან შორს უნდა დარჩეს“, - აცხადებს ორბანი.

 

საგანგებო მდგომარეობის პირობებში მიღებულ პირველ ზომებს უნგრეთის მთავრობა 25 მაისს დაასახელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner