logo_geo
eng_logo
„ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობის“ შესახებ სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა
- +

24 მაისი. 2022. 23:29

 

 

„ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობის“ შესახებ სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ მიმართეს. როგორც ნანა გაბელიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობისა და აქტიური მუშაობის მიუხედავად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ხშირია ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები.

 

„დღევანდელი კონფერენციის მიზანი, სწორედ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის, ინტეგრაციისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით დევნილ ქალთა როლის გაძლიერების, სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებულობის გაზრდაა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო ექსპერტების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების და დარგის სპეციალისტების ჩართულობის აუცილებლობა, საერთო საკითხის გარშემო აზრთა გაცვლის გზით პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალებაა“, - განაცხადა ნანა გაბელიამ.

 

აღნიშნულ კონფერენციას აფხაზეთის მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამომსვლელთა მოხსენებები პუბლიკაციების სახით დაიბეჭდება და დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner