logo_geo
eng_logo
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი მალე უნდა მიიღოს
- +

24 მაისი. 2022. 23:33

 

 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი მალე უნდა მიიღოს.

 

თავის გერმანელ კოლეგასთან ბერლინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, კოლონამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს.

 

„ჩვენ სწრაფად უნდა მივიღოთ სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს რუსული ნავთობის იმპორტის პროგრესულ დასრულებას“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, კოლონამ აღნიშნა, რომ იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცდება

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner