რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ ის ადამიანები, ვისაც ინფიცირებულ ცხოველებთან აქვთ შეხება, ის ადამიანები, ვისაც ამ დაავადებით ინფიცირებულ ადამიანთან აქვთ ან მის ნივთებთან შეხება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ოთარ ჩოკოშვილმა ე.წ. „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
საბედნიეროდ, დღეს აღწერილი შემთხვევები შედარებით ნაკლებად რთული ფორმებით გამოირჩევა. 100-მდე შემთხვევაა მსოფლიოში დადასტურებული და ლეტალობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეს ნიშნავს, რომ დაავადება ძალიან მძიმედ არ მიმდინარეობს“, - აღნიშნა ჩოკოშვილმა.