logo_geo
eng_logo
ოთარ ჩოკოშვილი: მსოფლიოში გამოვლენილი „მაიმუნის ყვავილის“ 100-მდე შემთხვევიდან ლეტალურად არც ერთი არ დასრულებულა, რაც ნიშნავს, რომ დაავადება ძალიან მძიმედ არ მიმდინარეობს
- +

25 მაისი. 2022. 00:37

 

 

რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ ის ადამიანები, ვისაც ინფიცირებულ ცხოველებთან აქვთ შეხება, ის ადამიანები, ვისაც ამ დაავადებით ინფიცირებულ ადამიანთან აქვთ ან მის ნივთებთან შეხება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ოთარ ჩოკოშვილმა ე.წ. „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

 

საბედნიეროდ, დღეს აღწერილი შემთხვევები შედარებით ნაკლებად რთული ფორმებით გამოირჩევა. 100-მდე შემთხვევაა მსოფლიოში დადასტურებული და ლეტალობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეს ნიშნავს, რომ დაავადება ძალიან მძიმედ არ მიმდინარეობს“, - აღნიშნა ჩოკოშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner