logo_geo
eng_logo
კანადამ უკრაინის დასახმარებლად ნატო-ს სტანდარტის 20 000 საარტილერიო საბრძოლო მასალა შეიძინა
- +

25 მაისი. 2022. 01:08

 

 

კანადამ უკრაინის დასახმარებლად ნატო-ს სტანდარტის 20 000 საარტილერიო საბრძოლო მასალა შეიძინა. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა განაცხადა.

საბრძოლო მასალა ოფიციალურმა ოტავამ შეერთებული შტატებისგან დაახლოებით 98 მილიონ კანადურ დოლარად შეისყიდა და მალე მას უკრაინას შემოწირულობის სახით გადასცემს.

მედიის ცნობით, მათი გასროლა საარტილერიო ქვემეხებიდან, მათ შორის M777 ჰაუბიცებიდანაა შესაძლებელი, რომლებიც კანადამ ოფიციალურ კიევს უკვე გაუგზავნა.

კანადის თავდაცვის მინისტრის თქმით, სამხედრო დახმარების გადაზიდვა კრიტიკული იქნება უკრაინის ამჟამინდელ ბრძოლაში მისი აღმოსავლეთის ტერიტორიის დასაცავად.

მისივე განცხადებით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა ამ დახმარების უკრაინაში რაც შეიძლება მალე მიწოდებისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner