„მერაბ კოსტავა ერთ-ერთი მათგანია, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და ვიწყებთ მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, განახლება-რეაბილიტაციის სამუშაოები 2023 წლის ნოემბერში დასრულდება.
„გარდა მემორიალური შენობისა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება მარტში, რომელიც თბილისის მერიამ კერძო პირისგან გამოისყიდა. მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი 1991 წელს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით და თაოსნობით დაარსდა, სადაც დაიბადა და სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა. რაც შეეხება პროექტს, ყველაფერი ავთენტურად იქნება შენარჩუნებული, ყველაფერი იქნება მოწესრიგებული, მთლიანად განახლებული იქნება ინფრასტრუქტურა. სამუშაოები 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება“, - აღნიშნა კალაძემ.