აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟოს გავრცელებული ინფორმაციით საქართველოში მომავალ სატვირთო მანქანაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს.
უწყების ცნობით, აზერბაიჯან-ირანის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მებაჟეებმა სატვირთო მანქანა შეამოწმეს, რომლის სამალავშიც დიდი ოდენობით ჰეროინი აღმოაჩინეს.
წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს ტაჯიკეთის მოქალაქე მართავდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით საქართველოში აპირებდა გადმოსვლას.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.