logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის საზღვარზე საქართველოში მომავალ სატვირთო მანქანაში დიდი ოდენობით ჰეროინი აღმოაჩინეს
- +

15 აგვისტო. 2016. 13:27



აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟოს გავრცელებული ინფორმაციით საქართველოში მომავალ სატვირთო მანქანაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს.

უწყების ცნობით, აზერბაიჯან-ირანის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მებაჟეებმა სატვირთო მანქანა შეამოწმეს, რომლის სამალავშიც დიდი ოდენობით ჰეროინი აღმოაჩინეს.

წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს ტაჯიკეთის მოქალაქე მართავდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით საქართველოში აპირებდა გადმოსვლას.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner