„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან უნდა მიატოვოს შავი სიების იდეა, რადგან არც ერთხელ არ იყო წარმატებული, ან სიის ფერი შეცვალონ, რაღაც ახალი მოიგონონ“, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „შავი სიები“ უკვე მრავალი წელია, ქვეყნდება.
„მე უკვე ვეღარც ვითვლი, მერამდენე შავი სიაა. შავი სიები ქვეყნდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკვე მრავალი წელია და წელიწადში რამდენჯერმე. ან ეს იდეა უნდა მიატოვონ, რადგან ვერც ერთხელ შავი სია წარმატებული ვერ იქნა, ან სიის ფერი შეცვალონ, ან რაღაც ახალი მოიგონონ იმიტომ, რომ მეც ვყოფილვარ მათ შავ სიაში, რაც ჩემთვის მხოლოდ ძალიან დიდი პატივი და კომპლიმენტია“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.