„არსებობს ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს გააჩნია. რატომ შეიძლება, რომ კონკრეტულ დანაშაულში მხილებულია ადამიანის გასამართლება გვაშორებდეს ევროპას და მაგალითად სერგო თეთრაძის წამება და მოკვდინება რატომ გვაახლოებდა ევროპას იმ პერიოდში, როდესაც ისინი ქვეყანას მართავდნენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„მე ვფიქრობ, რომ ეს თემა იმდენად მწვავეა და იმდენად მოჰყვება დღევანდელობას გუშინდელი დღიდან, რომ ამის გადაფარვაზე იზრუნებს ერთი ჯგუფი, რომელიც დადანაშაულებას დაიწყებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, რომ თითქოს ის ანელებს ევროინტეგრაციის პროცესს და აუცილებლად უნდა ჰქონდეს ამის საწინააღმდეგო არგუმენტები. მთავარი მაინც სხვა არის: რა არგუმენტებიც არ უნდა ჰქონდეს, გვახსოვდეს, რომ ეს ქვეყანა საზოგადოებას ეკუთვნის და არა პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, პოზიციები,. საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, მომავალ არჩევნებში ვის დაუჭერს მხარს“, - განაცხადა ვოლსკიმ.