logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე საპარლამენტო დებატებზე: არ მგონია, რომ ოპოზიციას არგუმენტირებული დისკუსიის გაჩაღების მაინცდამაინც დიდი პერსპექტივები აქვს
- +

25 მაისი. 2022. 15:24

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის აზრით, რადიკალური ოპოზიცია, პარლამენტში დაგეგმილ დებატების ხელისუფლებისა და ქვეყნის დაზიანებისთვის გამოყენებას გეგმავს.

 

„არ მგონია, რომ, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას არგუმენტირებული დისკუსიის გაჩაღების მაინცდამაინც დიდი პერსპექტივები აქვს. ვფიქრობ, რომ ესეც ერთ-ერთი მცდელობაა, რომლის მიზანიც ხელისუფლების დაზიანებაა. ამას ვიწროპარტიული ინტერესი განაპირობებს და რომელსაც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება, ქვეყნის რეპუტაცია ეწირებოდეს. სამწუხაროდ, მათ ღირებულებათა სისტემაში ქვეყნის ინტერესი ნამდვილად არ არის პრიორიტეტული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner