logo_geo
eng_logo
დარეჯან მეფარიშვილი: მიხარია, რომ მერაბის სახლს კახა კალაძე აღადგენს!
- +

25 მაისი. 2022. 15:52

 

 

თბილისის მერიის გადაწყვეტილებას მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის დაწყების შესახებ ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ეს მერაბ კოსტავას სახლია! განახლებული ასეთი იქნება. როგორი იყო და არის, მე ვიცი, ალბათ, თქვენც. თბილისის მერია მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს!

 

„სამუშაოების განხორციელების შედეგად, სახლ-მუზეუმის ავთენტურობა შენარჩუნდება, განახლდება ინფრასტრუქტურა. სამუშაოები 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება“, - კახა კალაძე.

 

ყველაზე მთავარი: თბილისის მერიამ გამოისყიდა მერაბ კოსტავას კუთვნილი საცხოვრებელი ფართის ნაწილი, რომელიც იყო კერძო მესაკუთრის მფლობელობაში!

 

გარდა სამუზეუმო მემორიალური შენობისა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება ფართში, რომელიც თბილისის მერიამ კერძო პირისგან გამოისყიდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მუზეუმში დაცული კულტურული მემკვიდრეობა და სამუზეუმო ფონდი შესაბამისი წესისა და ფასეულობათა დაცვის ინსტრუქციის შესაბამისად, გადატანილია დაცულ ადგილას შესწავლა- დამუშავებისთვის. პროექტი ითვალისწინებს შენობის ადაპტირებასა და სხვადასხვა საჭიროების ადამიანებისთვის სრულ ხელმისაწვდომობას.

 

ედნიერი ვარ, მე ვიცნობდი მერაბ კოსტავას! უფრო სწორად, პირადად ორჯერ, აქციებზე რამდენჯერმე ვნახე. ეს იყო სულ, მაგრამ ეს მემახსოვრება სიცოცხლის ბოლო წუთამდე! და, როცა მერაბი მოკლეს (მე ასე ვფიქრობ და ვისაც საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს, თავის ვოლზე დაწეროს), ისევე, როგორც სრულიად საქართველო, მის დაკრძალვაზე ვიყავით მე, დედა და ჩემი და!

 

და მე ძალიან კარგად მახსოვს, სახლის იატაკის ჩავარდნის საშიშროება რომ იდგა! მახსოვს, როგორ ფრთხილად ვადგამდით იატაკზე ფეხს და მახსოვს, როგორ ვიკავებდით სუნთქვას, თითქოსდა ზედმეტ წონას „ვაქრობდით“.

 

ახლაც ყურში მესმის დედაჩემის ხმა, ასე გაჭირვებაში უნდა ეცხოვრა ამ დიდ კაცსო და გულამოსკვნილი ტიროდა! მიხარია, რომ მერაბის სახლს კახა კალაძე აღადგენს!

 

დიახ, მიხარია, მეამაყება!

ბევრი წარმატება თბილისის მერს, ჩემს სამტრედიელს.

შენ გაიხარე, კახა კალაძე!“ - წერს დარეჯან მეფარიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner