საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტეხასის დაწყებით სკოლაში მომხდარ მასობრივ სროლას ეხმაურება და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„გულსატკენი სანახავია ტეხასის შტატში, უვალდეში, რობის დაწყებით სკოლაში მომხდარი გაუგონარი მასობრივი ტრაგედია, რომელსაც უდანაშაულო მოსწავლეების სიცოცხლე შეეწირა. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ამერიკელ ხალხს“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
ტეხასის შტატში დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა.