logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე საპარლამენტო დებატებზე: დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბევრი სათქმელი არაფერი აქვს საკუთარი მოსახლეობისთვის ოპოზიციას, რომელსაც ძალიან დიდი ამბიციები აქვს
- +

25 მაისი. 2022. 17:28

 

 

„ოპოზიციამ მოითხოვა დებატები ამ თემასთან დაკავშირებით და შემდეგ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი გაკვირვებული იყო, საერთოდ რაზე ვდებატობთო. მართლა უცნაურია“, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში მიმდინარე დებატებზე საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას მოსახლეობისთვის სათქმელი არაფერი აქვს.

 

„ეს ყველაფერი ნათლად მოწმობს, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციაში მძლავრად არის წარმოდგენილი ხალხი, რომლებიც აძლევენ თავს უფლებას, რომ დღეს ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს ევროინტეგრაციას. მოვისმინეთ ბევრი დაუსაბუთებელი მცდარ მოსაზრებამ მათ შორის ისეთიც, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. სიმართლე გითხრათ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბევრი სათქმელი არაფერი აქვს საკუთარი მოსახლეობისთვის ოპოზიციას, რომელსაც ძალიან დიდი ამბიციები აქვს, ბევრის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner