„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ აწარმოებენ აგიტაციას იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან დერეფნებში და კაბინეტებში და აწარმოებენ აგიტაციას. ამის უარყოფა მათ სცადეს, მაგრამ დღეს ხედავთ პლენარულ სხდომათა დარბაზში, ისინი პირდაპირი ტექსტებით აწარმოებენ აგიტაციას იმის წინააღმდეგ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მთელი 2-3 საათის განმავლობაში ისინი ამტკიცებდნენ, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ამის შემდეგ ბუნებრივია აბსოლუტურად ცხადია ყველაფერი საზოგადოებისთვის. ყველასთვის ცხადია რა აგიტაციას აწარმოებენ ისინი და აგიტაციას ვაწარმოებთ ჩვენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.