„4 კვირა კი არა, 4 წუთი არ იყო გასული და საიდანაც შემოვიდა, ისევ იქ კი არ გავიდა, დადგა და ბოღმის ნთხევა დაიწყო“,- ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას ბრიფინგს.
„გახარიას ბრიფინგს ვუყურე. კოპებშეკრული დადგა ტრიბუნასთან და მენტორული ტონით ჭკუას არიგებდა მთელ ქვეყანას. ახლაო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტიაო, შემდეგი 4 კვირა უმჯობესი იქნებაო, თუ ყველა გავჩუმდებითო. 4 კვირა კი არა, 4 წუთი არ იყო გასული და საიდანაც შემოვიდა, ისევ იქ კი არ გავიდა, დადგა და ბოღმის ნთხევა დაიწყო. დღევანდელი ხელისუფლება იმდენად ავტორიტარულია, არ არის თავსებადი ევროპულ ღირებულებებთანო; საქართველო ავტორიტარული რეჟიმების მხარეს დგასო (რუსეთი იგულისხმა აქ); გვარამიაზე თქვა - საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულებააო;
P.S. რა სამარცხვინოა - როგორ გაბანძდა ეს კაცი“, - წერს გვიდიანი Facebook-ზე.