logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი გახარიაზე: 4 კვირა კი არა, 4 წუთი არ იყო გასული, დადგა და ბოღმის ნთხევა დაიწყო, რა სამარცხვინოა - როგორ გაბანძდა ეს კაცი
- +

25 მაისი. 2022. 17:30

 

 

„4 კვირა კი არა, 4 წუთი არ იყო გასული და საიდანაც შემოვიდა, ისევ იქ კი არ გავიდა, დადგა და ბოღმის ნთხევა დაიწყო“,- ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას ბრიფინგს.

 

„გახარიას ბრიფინგს ვუყურე. კოპებშეკრული დადგა ტრიბუნასთან და მენტორული ტონით ჭკუას არიგებდა მთელ ქვეყანას. ახლაო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტიაო, შემდეგი 4 კვირა უმჯობესი იქნებაო, თუ ყველა გავჩუმდებითო. 4 კვირა კი არა, 4 წუთი არ იყო გასული და საიდანაც შემოვიდა, ისევ იქ კი არ გავიდა, დადგა და ბოღმის ნთხევა დაიწყო. დღევანდელი ხელისუფლება იმდენად ავტორიტარულია, არ არის თავსებადი ევროპულ ღირებულებებთანო; საქართველო ავტორიტარული რეჟიმების მხარეს დგასო (რუსეთი იგულისხმა აქ); გვარამიაზე თქვა - საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულებააო;

 

P.S. რა სამარცხვინოა - როგორ გაბანძდა ეს კაცი“, - წერს გვიდიანი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner