logo_geo
eng_logo
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გაიმართა დებატები სახელწოდებით „საქართველო და ომი უკრაინაში“
- +

25 მაისი. 2022. 17:52

 

 

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის, ვესტმინსტერის დარბაზში დებატები გაიმართა სახელწოდებით „საქართველო და ომი უკრაინაში“. მომხსენებლებს შორის იყვნენ საქართველოს საკითხებზე ბრიტანეთის პარტიათაშორისო საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლი და ლეიბორისტული პარტიის წევრი ჯესიკა მორდენი.

 

ბრიტანელი პარლამენტარების თქმით, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და დასავლური ღირებულებებისკენ სწრაფვასთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი რუსული აგრესია, რომლის მსხვერპლიც ამჟამად უკრაინაა. ბრიტანეთის პარლამენტში ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოში 2008 წლის ომს დასავლეთის მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია, რასაც შედეგად მოჰყვა ყირიმის ანექსია და ამჟამად უკვე სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner