logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე სამადაშვილზე: როცა „ლელოში“ ხარ, იქ ანალიზსა და ცოდნას არანაირი მნიშვნელობა აქვს, მთავარია სერტიფიცირებული თაღლითის, მამუკა ხაზარაძის ხუშტურების მორჩილება
- +

25 მაისი. 2022. 17:53

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სალომე სამადაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას ეხმიანება, სადაც სამადაშვილმა განაცხადა, რომ „750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ“.

 

ანალიტიკოსი სამადაშვილის პასუხად წერს, რომ ევროპარლამენტში ამჟამად 751-ის ნაცვლად, 705 დეპუტატია. Brexit-ის შემდეგ, ბრიტანეთის 73 ადგილი გადანაწილდა ევროკავშირის სხვა 14 წევრ ქვეყანაზე, ნაწილი კი გაუქმდა.

 

„ეს რომ ანი წითლიძეს ეთქვა, რომლისთვისაც კაპუჩინო თურმე ფრანგული წარმომავლობისაა ანდა ლევან ხაბეიშვილსნაირს, არ მექნებოდა საჯარო შენიშვნა. თუმცა, დიპლომატიურ სამსახურში ნამუშევარმა პოლიტიკოსმა, სალომე სამადაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ევროპარლამენტში ამჟამად 751-ის ნაცვლად, 705 დეპუტატია. Brexit-ის შემდეგ, ბრიტანეთის 73 ადგილი გადანაწილდა ევროკავშირის სხვა 14 წევრ ქვეყანაზე, ნაწილი კი გაუქმდა. ტყუილია, რომ საქართველოთი დაინტერესებულია მხოლოდ 10 ევროპარლამენტარი. მათი რაოდენობა გაცილებით მეტია. ეს 10 კი, „ნაცების“ ე.წ. მესიჯბოქსითაა დაინტერესებული და დიდი ალბათობით, თანმდევი ბენეფიტებით. თუმცა, როცა „ლელოში“ ხარ, იქ ანალიზსა და ცოდნას არანაირი მნიშვნელობა აქვს. მთავარია სერტიფიცირებული თაღლითის, მამუკა ხაზარაძის ხუშტურების მორჩილება“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner