ირაკლი შიხიაშვილის ინიციატივით, საქართველოს რეგიონებში ვეტერან ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, ქუთაისისა და გორის სამმართველოების თანამშრომლებმა დაღუპული მეომრების დედებს, აფხაზეთისა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.