logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: დადგება დღე, როდესაც ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად გავაგრძელებთ სულიერ და კულტურულ განვითარებას
- +

25 მაისი. 2022. 18:45

 

 

„საქართველოში გვყავს თაობა, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობდა, გვყავს თაობა, რომელსაც აფხაზეთი მოკლე მონაკვეთებით ახსოვს და გვყავს თაობა, რომელსაც აფხაზეთი არც უნახავს და ამიტომ, ასეთი ტიპის ღონისძიებები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენაზე - „ფერები აფხაზეთიდან“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ვოლსკის და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, აფხაზ თანამოქალაქეებთან კავშირი უნდა შენარჩუნდეს, რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, სხვადასხვა მიმართულებით განვითარება აქტიურად დაიწყოს.

 

„ასეთი ღონისძიების გამართვა და  ზოგადად, ამ მიმართულების შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა შენარჩუნდეს ის ნაპერწკალი, რომ როდესაც დადგება ჩვენი აფხაზ დებთან და ძმებთან ერთიანობის დღე, ამ ნაპერწკლიდან აინთოს სულიერი და კულტურული განვითარების  ცეცხლი, რაც ყოველთვის ახასიათებდა აფხაზეთს.  გამოფენა თემატურადაც მნიშვნელოვანია -  ასახულია აფხაზეთთან დაკავშირებული მოგონებები, ემოცია და ფერები.  საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუდასტურებ სრულ მხარდაჭერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

შალვა პაპუაშვილის თქმით, აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა მნიშვნელოვანია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის კონტექსტშიც, რომელსაც ქვეყანა 26 მაისს აღნიშნავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner