logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციის ნაწილს ევროკავშირის წევრებთან აქვს კომუნიკაცია, რომ როგორმე შეფერხდეს საქართველოს გაწევრიანების პროცესი
- +

25 მაისი. 2022. 18:53

 

 

„ოპოზიციის ნაწილს ევროკავშირის წევრებთან აქვთ კომუნიკაცია, რომ როგორმე შეფერხდეს საქართველოს გაწევრიანების პროცესი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არ მოხდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

„ოპოზიციის გამოსვლები, სამწუხაროდ, ცხადყოფს იმას, რომ მათ ნაწილს, არა ყველას, მაგრამ ნაწილს ევროკავშირის წევრებთან აქვთ კომუნიკაცია, რომ როგორმე შეფერხდეს საქართველოს გაწევრიანების პროცესი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არ მოხდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. ამას ისინი აღიარებენ უკვე თავად ევროკავშირის ლიდერებთან თუ სხვადასხვა თანამდებობის პირებთან. აქედან გამომდინარე ახლა უკვე მათი არგუმენტები, რომ მათ სურთ გაწევრიანება და აქ ფერხდება „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს პროცესი, არის მცდელობა, რომ გაამართლონ თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner