logo_geo
eng_logo
ზაზა გაბედავა: რურუა არაკაცო, ახლა გაგახსენდა რომ ერთი ქვეყნის შვილები ვართ?
- +

15 აგვისტო. 2016. 13:56



„იბერიულ-კავკასიური მოძრაობის" მოსკოვის გამგეობის თავმჯდომარე ზაზა გაბედავა  კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

 

„რურუა არაკაცო, ახლა გაგახსენდა საარჩევნოდ რომ ერთი ქვეყნის შვილები ვართ? მაშინ არ გახსოვდა ზვიად გამსახურდია რომ დაამხეთ? რუსეთის ჯარის კერძოდ ადმირალ ბალტინის და ГРУ-ს სპეცნაზის მეშვეობით", - წერს ზაზა გაბედავა.



გთავაზობთ კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას განცხადებას:


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკოლოზ რურუა სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 4 წელს აფასებს და წერს, რომ ხელისუფლება მოსახლეობას ორ ნაწილად ჰყოფს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრს მიაჩნია, რომ ხელისუფლებისგან უნდა მოდიოდეს ძლიერი, დამოუკიდებლობაზე ორიენტირებული, პროდასავლური იდეოლოგია, რომელიც ქვეყანას უფრო ერთიანს გახდის გარე გამოწვევებთან მიმართებაში.  

 

"რა არის რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული ჰიბრიდული ომი?

ესაა ენერგოუსაფრთხოების ხელყოფა სტრატეგიული აქტივების შეძენის გზით და ენერგომომარაგებნის დივერსიფიკაციისთვის ხელის შეშლა; საზოგადოებაში გაურკვევლობის სინდრომის დათესვა; მრავალპარტიული პოლიტიკური კონტექსტის პირობებში მოთამაშეების ერთმანეთის წინააღმდეგ წახალისება (Divide et Impera, ანუ დაყავი და იბატონე); ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება (სავაჭრო ემბარგო / შეზღუდვები, ინვესტიციების და ტურიზმის კუთხით შეზღუდვების დაწესება); ქვეყნის მუდმივი ომის საფრთხის პირობებში ყოფნა (რაც წარმოადგენს შოკს ამ ქვეყნის ინვესტორებისთვის, მომხმარებლებისთვის, მსესხებლებისთვის და გამსესხებლებისთვის).

ასევე, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება შიგნიდან - განსაკუთრების ძალოვანი სტრუქტურების დასუსტება, რათა მათ ვერ უზრუნველყონ ქვეყნის უსაფრთხოება - უსაფრთხოება კი ეკონომიკური და სოციალური განვითარების მთავარი საწინდარია.

როგორ გავუმკლავდეთ ამას?

პასუხი ამაზე არის ჯანსაღი ეროვნული და სახელმწიფოებრივი იდეოლოგია - ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხელისუფლებისგან მოდიოდეს ძლიერი, დამოუკიდებლობაზე ორიენტირებული, პროდასავლური იდეოლოგია, რომელიც ქვეყანას უფრო ერთიანს და რეზისტენტულს გახდის გარე გამოწვევებთან მიმართებაში.

ძლიერ სავალალოა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ხელისუფლება მოსახლეობას შეგნებულად ჰყოფს ორ ბანაკად. ამ პოლარიზაციის პირობებში ვერანაირ ერთიან და ჯანსაღ იდეოლოგიაზე საუბარიც ვერ იქნება.

აგრეთვე, მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოება - გვახსოვს, წინასაარჩევნო დაპირებები იმაზე რომ ტარიფი განახევრდება, რომ ტარიფის იმჟამინდელი დონე კორუფციულ ელემენტს შეიცავდა. ეს ბუნებრივია ხელს ვერ შეუწყობდა ინვესტიციებს ამ დარგში.

დასაცავია ე.წ. წითელი ხაზები: ყველა ერთი ქვეყნის შვილები ვართ და უნდა გვესმოდეს რომ მიუხედავად განსხვავებული პარტიული თუ პოლიტიკური მოსაზრებებისა, ეს მტრობა უნდა გადავიდეს მეორე პლანზე როცა ვესაუბრებით გარე სამყაროს",- წერს რურუა სოციალურ ქსელში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner