logo_geo
eng_logo
ირაკლი ქარსელაძე: ქვეშეთი-კობის პროექტით უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი კავშირი სტეფანწმინდასთან
- +

25 მაისი. 2022. 19:39

 

 

2021 წლის მაისში დავიწყეთ ქვეშეთი-კობის ისტორიულ პროექტზე მსოფლიოში უნიკალური, 9 კმ-იანი 15 მეტრი დიამეტრის უწყვეტი გვირაბის მშენებლობა კლდოვან ქანებში, რომლისთვისაც სპეციალურად დამზადდა გვირაბგამყვანი მანქანა, ე.წ. TBM”, -განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათზე გამოსვლისას.

 

როგორც მან აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, TBM-ის დანადგარი უკვე მთავარი გვირაბის 1,8 კმ-ის სიღრმეში მუშაობს, 3.1 კმ-ზეა გაჭრილი საევაკუაციო გვირაბიც. სამუშაოები მიმდინარეობს ქვეშეთამდე მისასვლელ გზაზეც, რომელიც 4 გვირაბისა და 4 ხიდისგან შედგება, მათ შორისაა თაღოვანი უნიკალური ხიდიც. პროექტის განვითარებისთვის 2022 წლის პროგრესი მნიშვნელოვანი იქნება.

 

„რაც შეეხება პროექტის შინაარსს, ეს არის კომპლექსური პასუხი იმ მრავალ გამოწვევაზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ზამთრის სეზონზე ჩაკეტილ გზას და ელემენტარულ, სამედიცინო და საყოფაცხოვრებო საჭიროებებს მოწყვეტილ 10 სოფელს უკავშირდება. სწორედ ეს პროექტი მოაგვარებს ამ და კიდევ მრავალ სხვა გამოწვევას“, - აღნიშნა ქარსელაძემ.

 

პროექტით გათვალისწინებულია გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი, საგზაო უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისი გზის მშენებლობაც, რომელიც ახალი ტურისტული ნაკადების მოსაზიდად დამატებით შესაძლებლობებს მისცემს გუდაურს, ისევე როგორც მისასვლელი გზის მიმდებარე სოფლებში ახალი საკურორტო დასახლებების შექმნას შეუწყობს ხელს.

 

პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია შიდა ინფრასტრუქტურული, მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებული მცირე პროექტებიც, რითაც უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი კავშირი სტეფანწმინდასთან და შეუფერხებელი სატრანზიტო მოძრაობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner