როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათზე გამოსვლისას აღნიშნა, 2022 წელს დაიწყება სამუშაოები ხაშურის სრული წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობის ისტორიულ პროექტზე.
პროექტის ღირებულება 260 მილიონი ლარია და მის ფარგლებში, 5 წლის განმავლობაში, 20 კმ მაგისტრალისა და 200 კმ გამანაწილებელი ქსელის გაფართოება-რეაბილიტაცია და დაახლოებით 44 კმ საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია-გაფართოება იგეგმება. ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. პროექტით, 24 000 ბენეფიციარი გამართული წყალმომარაგებით ისარგებლებს.