logo_geo
eng_logo
ირაკლი ქარსელაძე: ივნისში გარდაბნის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის 5000-ზე მეტ ბენეფიციარს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება
- +

25 მაისი. 2022. 20:22

 

 

“ივნისის თვეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის 5000-ზე მეტ ბენეფიციარს 24 სთ წყალმომარაგება ექნება. მუხრანთელეთში, წალასყურში, ახალწყალში, კუმისში, ზემო თელეთსა და ქვემო თელეთში,” - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათზე გამოსვლისას განაცხადა.

 

მიმდინარეობს დედოფლისწყაროსა და 17 სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგების სამუშაოები; წარმატებით მიმდინარეობს პროექტები: ყვარელში, სიღნაღის, გურჯაანის და მცხეთის მუნიციპალიტეტებში, ასევე ზესტაფონში და მრავალ სხვა მდებარეობაზე. წელსვე იწყება ვანის ბაღდათის სამტრედიის და სტეფანწმინდას წყალმომარაგების პროექტები, რომელიც 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.

 

„იქ სადაც უპასუხისმგებლო კონტრაქტორები ნაკისრ ვალდებულებებს სათანადოდ ვერ ასრულებენ, განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ასეთია მარნეული, ბოლნისი, ფოთი და ზოგიერთი სხვა მდებარეობა. მრავალი მცდელობის მიუხედავად, აღნიშნულ პროექტებზე იძულებულნი ვიყავით შეგვეწყვიტა ხელშეკრულებები თუმცა, პროექტების განვითარების დივერსიფიცირებული მიდგომით, მარნეულისა და ბოლნისის პროექტზე ტენდერები უკვე გამოცხადებულია. ანალოგიურ გეგმას ვავითარებთ ფოთის მიმართულებითაც“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

 

მინისტრის თქმით, დამატებით, 2022 წელს დაიწყება 350 მილიონი ლარის პროექტები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ინიცირებული პროექტის - განვადებით მშენებლობის ფარგლებში განხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner