logo_geo
eng_logo
ირაკლი ქარსელაძე: ბოლო 8 წლის განმავლობაში, წყალმომარაგებისთვის ყველაზე მაღალი, 380 მილიონი ლარის დაფინანსებაა გამოყოფილი
- +

25 მაისი. 2022. 20:24

 

 

“კვლავ დიდ გამოწვევად რჩება ქვეყნის წყალმომარაგება, მიუხედავად არაერთი წარმატებით განხორციელებული პროექტებისა და მრავალი ქალაქისა და დასახლების, მათი არსებობის ისტორიაში პირველად, 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფისა, საჭიროება მნიშვნელოვნად მეტია,” -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მინისტრის საათზე გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, ბოლო 8 წლის განმავლობაში ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტის პირობებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი განვითარებისთვის, წელს ისტორიულად ყველაზე მაღალი 380 მილიონი ლარის დაფინანსებაა განსაზღვრული. 3 მილიარდი ლარის მიმდინარე და უკვე დაწყებული საპროექტო სამუშაოების ფარგლებში, 182 მდებარეობაზე, დამატებით 585 ათასს ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება, საიდანაც 200 ათასს ბენეფიციარს არასდროს ჰქონია წვდომა 24-საათიან წყალმომარაგებაზე.

 

„უკვე ზაფხულში, ივნისში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის 5000-ზე მეტ ბენეფიციარს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. მუხრანთელეთში, წალასყურში, ახალწყალში, კუმისში, ზემო თელეთსა და ქვემო თელეთში. წარმატებით მიმდინარეობს პროექტი თელავში, რომელიც თელავის 20 000-მდე ბენეფიციარს უზრუნველყოფს 24 საათიანი წყალმომარაგებით. ასევე, 6 მუნიციპალიტეტის - ოზურგეთის, ახმეტას, სიღნაღის, წყალტუბოს დუშეთის, დედოფლისწყაროს) 15 000 ბენეფიციარის 2022 წელს დასრულდება წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობა“,- განაცხადა ქარსელაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner