გამორჩეული იყო 2021 წელი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებითაც, წარმატებულად დასრულებული საერთაშორისო სტანდარტების ხაშურისა და ფოთის სტადიონების და ფოთის სპორტკომპლექსის მშენებლობის, ასევე, ზუგდიდის სტადიონის ადაპტაციის პარალელურად, ქვეყნის 4 დიდ ქალაქში - რუსთავში, ზუგდიდსა და ახალციხეში დაიწყო სპორტული კომპლექსების, ხოლო ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობა, - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათზე გამოსვლისას.
მისი განცხადებით, დაწყებულია სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოწყობა 2023 წლის უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად. 12-მდე მდებარეობაში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოწყობა დაწყებულია